PC პროგრამები

კომპიუტერის პროგრამები მოსწავლეთათვის



UTORRENT 3.4.2 BUILD 37951

UTORRENT 3.4.2 BUILD 37951


პროგრამის დასახელება: UTORRENT 3.4.2 BUILD 37951
პროგრამის ვერსია: 3.4.2 Build 37951
ოფიციალური საიტი: utorrent.com
ინტერფეისის ენა: მრავალენოვანი
აქტივატორი: არ საჭიროებს
ზომა: 1,6 მბ.


სისტემური მოთხოვნები:
- ოპერაციული სისტემა Windows (ნებისმიერი ვერსია).


აღწერა:

µTorrent -ი პატარა პროგრამაა BitTorrent ქსელთან სამუშაოდ (ინტერნეტიდან ფაილების გადმოსაწერად). იგი დღესდღეობით წარმოადგენს ერთერთ საუკეთესო BitTorrent კლიენტს და გამოირჩევა მაღალი წარმადობით, ასევე პატარა ზომით. ერთდროულად µTorrent ის დახმარებით შეგიძლიათ გადმოწეროთ ინტერნეტიდან რამოდენიმე ფაილი, აქვს სხვადასხვა პარამეტრები გადმოწერის სიჩქარის გადანაწილებისათვის, შეუძლია შეწყვეტილი გადმოტვირთვის აღდგენა, გაგრძელება და სხვა.

uTorrent -ის ერთერთი თავისებურებაა ფაილის გადმოწერის მაღალი სიჩქარე, თან მოცემული ქსელიდან შესაძლებელია დიდი ზომის ფაილების გადმოწერაც, როგორიცაა ფილმები, თამაშები, კომპაქტ - დისკები, DVD დისკის სახეები და სხვ. მისი ინტერფეისი საკმაოდ მარტივი და ინტუიციურად გასაგებია.


დაყენების პროცესი:
გადაწერეთ "utorrent342.rar" ფაილი, ამოაარქივეთ, გახსენით "uTorrent.exe" ფაილი ორჯერ დაკლიკებით და შემდეგ საჭიროა Next ღილაკის რამოდენიმეჯერ არჩევა, როგორც ქვედა სურათებზეა ნაჩვენები. ინსტალაცია მთავრდება Finish ღილაკის არჩევით.

რაიმე პროგრამის ტორენტ ფაილის (*.torrent) არსებობისას მასზე ორჯერ კლიკით გაგეხსნებათ უკვე დაინსტალირებულ utorrent პროგრამაში, სადაც მხოლოდ გადაწერის მისამართის მითითებაა საჭირო. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ გადასაწერი ფაილები, როდესაც კომპიუტერში ყველაფრის გადაწერა არ გსურთ.

uTorrent პროგრამით შესაძლებელია გადაწერის შეჩერება დროებით და მომავალში გაგრძელება, ასევე გადაწერა ხდება თქვენი ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარით და გადაწერისას არ ზიანდება ფაილები, თუნდაც შემთხვევით ელექტრო კვების შეწყვეტა მოხდეს:

 

« დაბრუნება »

კომპიუტერის კურსები
მომსახურება
კალენდარი