რევიტის სწავლა - რევიტის კურსი - Revit სწავლა - Revit კურსი

კომპიუტერის კურსები

რევიტის სწავლა - Revit კურსი

რევიტის სწავლა - Autodesk Revit 2024 სასწავლო კურსი - BIM მოდელირება არქიტექტორებისთვის

რევიტის სწავლა - რევიტის კურსი - Revit სწავლა - Revit კურსიAutodesk Revit -ი არის პროგრამული პროდუქტი, რომელიც დაფუძნებულია შენობების ინფორმაციული მოდელირების (BIM) ტექნოლოგიაზე და განკუთვნილია მშენებლობის პროექტირებაზე და შენობების ექსპლუატაციის მართვისათვის. რევიტი აერთიანებს თავის თავში არქიტექტურული პროექტირების, ინჟინრული სისტემების პროექტირების და სამშენებლო კონსტრუქციების შესაძლებლობებს და მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება: ითვლება, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა პროექტირებისთვის.


კურსით შეისწავლება:

✧ პროგრამის საწყისი ეკრანი; მოდელის სახეები; ლენტა;
✧ სწრაფი წვდომის პანელი; თვისებების პალიტრა; ნავიგაციის ინსტრუმენტები;
✧ ხედების და ფანჯრების მართვა; ნავიგაციის პანელი და ხედების კუბი; ობიექტების მონიშვნა.

✧ ახალი პროექტის შექმნა; დონეები და ღერძები;
✧ DWG ფაილთან კავშირი; ღერძების შექმნა ფონური სურათის ხაზებზე; ღერძების და დონეების რედაქტირება; კედლის აგების ინსტრუმენტები; კედლების განთავსება; კედლის ტიპების შექმნა; 1 სართულის კედლების შექმნა; კედელში ფორმის ამოჭრა;
✧ გადაფარვის შექმნა; გადაფარვა პროექტის მიხედვით; მეორე სართულის შექმნა; რედაქტირების ინსტრუმენტები;
✧ ტიხარების ჩასმა პროექტში;
✧ ფანჯრების და კარებების ჩასმა.

✧ ოჯახების რედაქტორი; საყრდენი სიბრტყეები; შაბლონები; მოდელირება;
✧ ფანჯრები და კედლები პროექტის მიხედვით; აივნის ვიტრაჟის შექმნა.

პრაქტიკა:
✧ ტიპიური სართულის შექმნა;
✧ შემოღობვის განთავსება;
✧ კარნიზების და ვიტრაჟების შექმნა პროექტის მიხედვით;
✧ სახურავის შექმნა;
✧ შახტას შექმნა;
✧ კიბეების შექმნა პროექტის მიხედვით;
✧ ტოპო-ზედაპირი;
✧ ჭერი.

✧ ზომების სტილები; ზომების განთავსება; ზომების სახეობები; ზომების სპეციფიკა;
✧ სიმაღლის აღნიშვნები; დონის აღნიშვნა;
✧ დახრა და კოორდინატა;
✧ კარებების მარკირება; ფანჯრების მარკირება; ღერძების მარკა;
✧ დაშტრიხვა;
✧ ტექსტთან მუშაობა;
✧ შენობის განთავსება ან წაშლა; შენობის მარკირებები; დავალება.

✧ გეგმის ფრაგმენტები; ხედის გრაფიკის პარამეტრები; პროექტის გრაფიკის პარამეტრები;
✧ ვიზუალური სტილები და შაბლონები; ანოტაციის კოპირება;
✧ ფურცლის პარამეტრები; ხედების განთავსება ფურცელზე;
✧ ცხრილის სტილის პარამეტრები; ინფორმაცია კარებებზე, ფანჯრებზე;
✧ შენობის ექსპლიკაცია; შენობის ფერთა სქემა; კვანძები და ბეჭდვა;
✧ ექსპორტი DWF, DWG, 3Ds Max -ში.

✧ საკუთარი მატერიალების შექმნა;
✧ ოჯახების ბიბლიოთეკები;
✧ კედლების შეღებვა; ოთახის სამგანზომილებიანი გეგმა;
✧ ექსტერიერი. კამერა და ხედები; ინტერიერი; გარშემოვლა.

✧ შაბლონის პარამეტრები და მისი გამოყენება; შედგენილი კედელი;
✧ ვიზუალიზაცია.

Revit MEP 2024 სასწავლო კურსი - შენობის ინჟინრული სისტემების პროექტირება და გამოანგარიშებები

რევიტის სწავლა - რევიტის კურსი - Revit სწავლა - Revit კურსიკურსი "შენობის ინჟინრული სისტემების პროექტირება და გამოანგარიშებები" განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ შენობის ინფორმაციული მოდელირების ტექნოლოგიაზე დაყრდნობით შექმნან საკანალიზაციო, სავენტილაციო და გათბობის სისტემები, რისთვისაც რევიტში არსებობს ოპტიმალური ინსტრუმენტები ინჟინრული სისტემების პროექტირებისათვის.

მიმდინარე კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან: თუ როგორ ხდება ნახაზების შექმნა, მოდელირება, სხვადასხვა სისტემების ფორმირება, გაფორმება და სხვა. იმედია, ეს კურსი თქვენთვის სასარგებლო იქნება.

ზოგადად კურსის შესახებ:

✧ მუშობის დაწყება რევიტში; პროგრამის პარამეტრები; შაბლონები; ინტერფეისი; პროგრამის ინტერფეისის კომპონენტების გამოჩენა-დამალვა.

✧ ხედების შექმნა და მართვა; ხედის მასშტაბირება; მოდელის გამოსახვის რეჟიმები; პროექტის დისპეჩერის პანელი; სართულის გეგმის შექმნა; ფასადები და ჭრილები; ხედების კოპირება; კვანძები; ფერის ჩასხმა ზონების მიხედვით ან ჰაერგამტარებისთვის; დამალული ობიექტების გამოჩენა; ხედების შაბლონების მართვა; არქიტექტურული 3D ჭრილი და აქსონომეტრია.

✧ არქიტექტურული მოდელირების ინსტრუმენტები: კედლები და მათი ტიპები, ფანჯრების და კარებების გამოყენება; გადაფარვა, კიბეები; სახურავი. ✧ რედაქტირების ინსტრუმენტები; AutoCAD-თან კავშირი - რაიმე გეგმის შემოტანა;
✧ დონეების და ბადის შექმნა და მათთან მუშობა; გეგმის შექმნა;
✧ პრაქტიკული: რაიმე გეგმის მიხედვით შენობის მოდელირება.

✧ კავშირი არქიტექტურ და ინჟინრულ ფაილს შორის; მდებარეობის ფიქსირება; კოორდინატებთან მუშობა; მოდელის მართვა; ბადის და ღერძების კოპირება-მონიტორინგი; შეტყობინებებთან მუშობა.

✧ შენობის ინჟინრული მოდელის პარამეტრები და გამოანგარიშებები მისი გეოგრაფიული მდებარეობის, ორიენტაციის, შენობის ტიპის გათვალისწინებით; სივრცეების შექმნა, რედაქტირება ან წაშლა; სივრცის ინჟინრული პარამეტრები; ინჟინრული სისტემების დისპეჩერი; ზონების შექმნა; გამოანგარიშებები და შედეგებთან მუშობა.

✧ ინჟინრული სისტემების პროექტირების ზოგადი პრინციპები; ხაზური ობიექტების შექმნა: საკანალიზაციო, სავენტილაციო და გათბობის ობიექტების შექმნა; ვერტიკალური ელემენტების აგება; ობიექტების ტიპების შექმნა; შემაერთებლები (ფიტინგები); დროებით ზომებთან მუშობა; მოწყობილობის განთავსება ფუძის გარეშე, გვერდზე ან საყრდენ სიბრტყეზე; მოქნილი მილების გამოყენება; პარალელური მილების შექმნა.

✧ ინსტრუმეტები, რომლებიც აჩქარებენ რევიტში მუშობას: ცხელი კლავიშების გამოყენება და მათი პარამეტრები; მსგავსი თვისებების ელემენტების შექმნა; 3D ხედთან მუშობა; ჭრილის შექმნა; ორიენტაცია ხედის მიხედვით; ელემენტების დროებითი დამალვა-იზოლაცია; ელემენტების გახსნილი ბოლოების კონტროლი; ზომები და მარკერები.

✧ წყალმომარაგების, სავენტილაციო და გათბობის სისტემების შექმნა: მილების ზომების და ტიპების პარამეტრების შერჩევა; სისტემის კომპონენტების შერჩევა; ლოგიკური სისტემის შექმნა; სისტემების ინსპექტორი; მილგაყვანილობის სისტემის გამოანგარიშებები.

✧ გათბობის სისტემის შექმნა და განთავსება; რადიატორის ბლოკის შექმნა და მათი კოპირება; მრავალსართულიანი კოპირება და მათი პრობლემები; საერთო სისტემის ფორმირება.

✧ საინჟინრო-სავენტილაციო სისტემების შექმნა; დანახარჯის დანიშვნა მოწყობილობებისათვის; სისტემის გამოანგარიშება; ავტოკომპონირება; მოწყობილობების განთავსება; სისტემების ფორმირება.

✧ სპეციფიკაციის შექმნა; ფორმულები და სამომხმარებლო პარამეტრები; სისტემის კონტროლის სპეციფიკაცია; შედეგის Microsoft Excel-ში გადატანა.

✧ დოკუმეტაციის მომზადება; ზომები და მათი სტილები 3D ხედის მარკირება; მარკების ავტომატური განთავსება; ხაზების შექმნა, მათი სისქე და სტილების შექმნა; ფურცლის შექმნა და მასზე ხედების განთავსება; პროექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება; ამობეჭდვა.

✧ Family -ის დანიშნულება რევიტში და მასთან მუშობა; საკუთარი Family-ის შექმნა კატეგორიების მიხედვით.

✧ პრაქტიკული: რაიმე არქიტექტურული და საინჟინრო ელემენტების მოდელირება და პროექტში გამოყენება.




 

Revit -ის კურსის გრაფიკი:Revit -ი არქიტექტორებისთვის Revit MEP-ის გრაფიკი
კურსის ხანგრძლივობა:30 სთ (20 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ)30 სთ (20 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ)
ჯგუფში რაოდენობიდან გამომდინარე კურსის სრული ფასი თითოეული მოსწავლისთვის: ინდივიდუალური:1190 ლ;
2 მოსწ. - 1100 ლ;
3 მოსწ. - 1020 ლ;
4 მოსწ. - 950 ლ
ინდივიდუალური:1300 ლ;
2 მოსწ. - 1200 ლ;
3 მოსწ. - 1150 ლ;
4 მოსწ. - 1100 ლ
გრაფიკი (დღეები, საათები):კვირაში სამჯერ დღეგამოშვებით ან ურთიერთშეთანხმებით
ანგარიშსწორება:33% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე (3 ეტაპად)33% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე (3 ეტაპად)
კურსის დაწყების დრო
(ჯგუფში ჩაწერა ხდება წინასწარ):
ინდივიდუალურად - შეთანხმებით;
ჯგუფში - შევსებისთანვე

მოსწავლეთა ნამუშევრები Revit-ში:

« დაბრუნება »

კომპიუტერის კურსები
მომსახურება
კალენდარი