აუტოქადის კურსი - აუტოქადის სწავლა - autocad სწავლა - autocad კურსი

კომპიუტერის კურსები

აუტოქადის სწავლა - AutoCAD სასწავლო კურსი

Autodesk AutoCAD - ეს არის ავტომატიზირებული პროექტირების ყველაზე პოპულარული სისტემა დღესდღეობით. მისი მეშვეობით იქმნება სხვადასხვა სირთულის ორი და სამგანზომილებიანი პროექტები არქიტექტურის, მშენებლობის, მანქანათმშენებლობის, გეოდეზიის და სხვა მსგავსი დარგებისთვის. მისი ფორმატი გახდა საერთაშორისო სტანდარტი პროექტული დოკუმენტაციის გადაცემისას.

ისწავლება:

კურსი განკუთვნილია დამწყები და უკვე მომქმედი დიზაინერებისთვის და არქიტექტორებისთვის, ვისაც სურვილი აქვს პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს სამშენებლო არქიტექტურულ პროგრამებს.


კურსი მიზანშეწონილია და გათვალისწინებულია:

✧ სტუდენტებისათვის (არქიტექტურული, სამშენებლო, საინჟინრო და სხვ);
✧ არქიტექტორებისთვის;
✧ ინჟინრებისთვის;
✧ მშენებლებისთვის (შენობა-ნაგებობები, ხიდები, გვირაბები და სხვ);
✧ აბიტურიენტებისთვის;
✧ ავეჯის მოდელიორებისთვის;
✧ მსურველთათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან დაეუფლონ შენობა-ნაგებობების, ავეჯის, ინტერიერის და ექსტერიერის მუშა ნახაზების შედგენასა და მოცულობით მოდელირებას.


სწავლების მეთოდი:

თეორიისა და პრაქტიკის სწავლება ჩვენთან მიმდინარეობს ერთი-მეორესთან შეჯერებული მეთოდით. ყოველ თეორიულ მასალას თან ახლავს პრაქტიკუილ სავარჯიშოები და დავალება როგორც საკლასო, ასევე საშინაო სამუშოს სახით. საკლასო და საშინაო დავალება ორიენტირებულია როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიული უნარ-ჩვევების დაუფლებისაკენ.


✧ ✧ ✧ ✧ ✧ ✧ ✧

კურსით შეისწავლება:

ინტერფეისი:
✧ პროგრამის გაშვება, საწყისი ფანჯარა; ინტერფეისის მიმოხილვა;
✧ სამუშაო სივრცის შექმნა; ლენტა; ბრძანების პანელი;
✧ მოდელის სივრცე; მდგომარეობის სტრიქონი; პალიტრები;
✧ სწრაფი წვდომის პანელი; პროგრამის მენიუ; ფაილის პანელები და სამუშაო სივრცის ფერების შეცვლა.

ხაზვის ინსტრუმენტები:
✧ პრიმიტივების ტიპები; პრიმიტივების შექმნის პრინციპები; აგების რეჟიმები;
✧ ინსტრუმენტების განხილვა: პოლიხაზი, ხაზი, წრე, არკა, ოთხკუთხედი, პოლიგონი, ელიფსი, სპლაინი, კონსტრუქციული ხაზები, სხივი, წერტილი, სპირალი, ბეჭედი, ღრუბელი, არე, მასკირება;
✧ პრაქტიკული დავალება.

დამოკიდებულებები:
✧ ობიექტური დამოკიდებულების (Snaps) სახეები;
✧ დამოკიდებულების სხვა სახეები;
✧ დამოკიდებულების პარამეტრები.

რედაქტირების ინსტრუმენტები:
✧ გადატანა და კოპირება; სარკისებური არეკლვა და მოტრიალება; მასშტაბი და გაწელვა; ხაზის ჩამოჭრა, დაგრძელება;
✧ მართკუთხა მასივი; წრიული მასივი; მასივი ტრაექტორიაზე;
✧ პრაქტიკული დავალება;
✧ კუთხის მომრგვალება, ფასკის შექმნა, შეერთება; დანაწევრება, წაშლა;
✧ მსგავსობა; შეერთება, გაწყვეტა;
✧ პოლიხაზის და სპლაინის რედაქტირება;
✧ ობიექტების გასწორება.

კოორდინატები:
✧ აბსოლუტური მართკუთკა კოორდინატები; ფარდობითი მართკუთხა კოორდინატები; პოლარული კოორდინატები; დინამიური შეტანის კოორდინატები;
✧ პრაქტიკული დავალება.

ობიექტების მონიშვნა და სწრაფი არჩევა:
✧ ჩარჩოები და ლასო; მონიშვნის რეჟიმები; სწრაფი არჩევა.

ფენები:
✧ ფენების აზრი; ფენების შექმნა, დანიშვნა და წაშლა;
✧ ფენის თვისებები; ფენების ჯგუფური დაყენებები;
✧ ინსტრუმენტები;
✧ სახელიანი კონფიგურაციები.

ობიექტების თვისებები:
✧ თვისებების პანელი; ხაზის ტიპების ჩატვირთვა;
✧ თვისებების პალიტრა; სწრაფი თვისებები.

ნავიგაცია და სახეები:
✧ სწრაფი ნავიგაცია; ფაილებს შორის გადართვა; სახელიანი სახეები; ეკრანის კონფიგურაცია.

ბლოკები:
✧ ბლოკის შექმნა და ჩასმა; ბლოკის შექმნის და ჩასმის დამატებითი პარამეტრები;
✧ ბლოკების რედაქტორი; ბლოკების ბიბლიოთეკა; ბლოკების წაშლა;
✧ დინამიური ბლოკები; პარამეტრები და მოქმედებები; ბლოკის თვისებების ცხრილი;
✧ ხედვა და არჩევა; მოტრიალება და გადაადგილება;
✧ მოქმედება - მასივი; არეკლვა და გასწორება;
✧ პოლარული გაწელვა; ატრიბუტების დანიშვნა; ატრიბუტების გამოყენება;
✧ დინამიურობა და ატრიბუტები;
✧ პრაქტიკული სამუშაო;
✧ ბლოკის ნიმუშები.

ტექსტი:
✧ ერთსტრიქონიანი ტექსტის შექმნის გზები; ერთსტრიქონიანი ტექსტის პარამეტრები;
✧ ტექსტის სტილი; ტექსტის ანოტაციურობა;
✧ მრავალსტრიქონიანი ტექსტი;
✧ დამატებითი პარამეტრები; ტექსტური რედაქტორი;
✧ პრაქტიკული სამუშაო.

ზომები:
✧ ზომის ხაზების სახეები; ზომის ხაზის სტილი;
✧ ძირითადი ინსტრუმენტები; დამატებითი ინსტრუმენტები.

გამოტანის ნიშნები:
✧ გამოყენების პრინციპი; გამოტანის სტილი; გამოტანის ნიშნებთან მუშაობის ინსტრუმენტები.

ცხრილები:
✧ ცხრილის სტილის შექმნა; ცხრილის დაყენებები; კონტექსტური ნაკეცი.

პარამეტრირება:
✧ გამოყენება;
✧ გეომეტრიული დამოკიდებულებები; დამოკიდებულებების რეჟიმები;
✧ ზომებზე დამოკიდებულებები;
✧ პრაქტიკული დამუშაო.

დაშტრიხვა:
✧ დაშტრიხვის შექმნის გზები; დაშტრიხვის დაყენებები;
✧ სამომხმარებლო დაშტრიხვები.

გარე ბმულები:
✧ მუშობის პრინციპები;
✧ დამოკიდებული ნახაზების შექმნა; გარე ბმულების პალიტრა;
✧ კონტექსტური ნაკეცი; ბმულების ჩასმა.

ფურცლები და ბეჭდვა:
✧ ფურცლების გამოყენება; სხვადასხვა ხედები; ფურცლების მართვა;
✧ ფურცლის პარამეტრები; ფურცლის კომპონირება; მოდელის ერთიანი ბეჭდვა;
✧ პაკეტური ბეჭდვა.

ანოტაციურობა:
✧ ანოტაციურობის გამოყენება; ანოტაციის მასშტაბები; ანოტაციურობის პანელი.

შაბლონი:
✧ შაბლონის შექმნა; შაბლონიდან ფურცლების შემოტანა.

3D მოდელირება:
✧ პროგრამის მარტივი 3D პრიმიტებების გამოყენება;
✧ 2D ხაზებიდან 3D ობიექტების მიღება;
✧ Extrude, Loft, Revolve, Sweep ინსტრუმენტების გამოყენება;
✧ პოლისოლიდი და ფრესფული; ზედაპირის დაგლუვება;
✧ ობიექტების გაერთიანება, ფორმის ამოჭრა, საერთო თანაკვეთის მიღება;
✧ ობიექტების გაჭრა, სისქის მიცემა და სხვა ინსტრუმენტები;
✧ ჭრილის მიღება;
✧ 3D კოორდინატთა სისტემა და მისი ღერძების მიმართულების ცვლა;
✧ ხედების რაოდენობის ცვლა;
✧ სოლიდი და კარკასული ზედაპირები, ბადისებრი ზედაპირები; მათი პარამეტრები;
✧ სოლიდის ისტორიის შენახვა; რედაქტირების რეჟიმები (ვერტექსი, გვერდი, ზედაპირი).

ვიზუალიზაციის პარამეტრები:
✧ ხედების კონფიგურაცია;
✧ შუქების დამატება და ჩრდილების შექმნა; შუქების პარამეტრები;
✧ მატერიალების და ტექსტურების გამოყენება;
✧ კამერის შექმნა და მისი ანიმირება;
✧ რენდერის (ვიზუალიზაციის) პარამეტრები.




 

AutoCAD-ის კურსის გრაფიკი
კურსის ხანგრძლივობა:24 სთ (16 გაკვეთილი ხანგრძლივობით 1,5 სთ)
ჯგუფში რაოდენობიდან გამომდინარე კურსის სრული ფასი თითოეული მოსწავლისთვის: ინდივიდუალური:950 ლ;
2 მოსწ. - 880 ლ;
3 მოსწ. - 810 ლ;
4 მოსწ. - 750 ლ
გრაფიკი (დღეები, საათები):კვირაში სამჯერ დღეგამოშვებით ან ურთიერთშეთანხმებით
ანგარიშსწორება:50% დაწყებამდე (ან მთლიანად), დარჩენილი თანხა - გადახდილი თანხის ამოწურვამდე
კურსის დაწყების დრო
(ჯგუფში ჩაწერა ხდება წინასწარ):
ინდივიდუალურად - შეთანხმებით;
ჯგუფში - შევსებისთანვე



მოსწავლეთა ნამუშევრები AutoCAD-ში:

« დაბრუნება »

კომპიუტერის კურსები
მომსახურება
კალენდარი