
სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი "3D 3დე" წარმოადგენს კომპიუტერული პროგრამების და ტექნოლოგიების სასწავლებელს, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს.
კომპიუტერები აღჭურვილია უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით. მეცადინეობა ტარდება ინდივიდუალურად ან მცირერიცხოვან ჯგუფებში. სწავლის მეთოდები მიმართულია მომხმარებლის თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. სასწავლო ცენტრის მიზანია ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება. სწავლა ხდება გასაგებად და ასათვისებლად ადვილად: თქვენთვის ყოველი გაკვეთილი ბევრი ახალი ინფორმაციის მიღების საშუალება იქნება. ლექცია შედგება ბოლოს ახსნილი მასალის გამეორებისგან, ახალი მასალის ახსნისაგან და შესაბამისი პრაქტიკული დავალების შესრულებისგან.
ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას ამათუიმ საკითხის შესახებ.
სწავლა ხდება ინდივიდუალურად ან ჯგუფში წინასწარ ჩაწერის და გადასახდელი თანხის ნაწილის დაფარვის შემთხვევაში. ჯგუფის შემთხვევაში ხდება დაწყების დროზე შეთანხმება და შევსებისთანავე დაიწყება მეცადინეობა, ინდივიდუალური შემთხვევის დროს სწავლა იწყება თანხის ნაწილის დაფარვის დღიდან 3 დღის განმავლობაში ან შეთანხმებისამებრ.
გაკვეთილები შედგება ბოლოს გავლილი მასალის გამოკითხვისგან, ახალი მასალის ახსნისა და შესაბამისი პრაქტიკული ნაწილისგან. თავიდან შეიძლება თეორია სჭარბობდეს, შემდეგ კი პრაქტიკა. მოსწავლე ასევე უნდა ასრულებდეს მასწავლებლის მიერ მითითებულ დავალებებს დამოუკიდებლად, რაც არის საბოლოოდ კარგი შედეგის გარანტი.
თუ გაცდენა ხდება მასწავლებლის მხრიდან, მასწავლებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მოსწავლეს არაუგვიანეს 3-4სთ-სა და შემდეგ მთლიანადად უნდა აანაზღაუროს თავის მიერ გაცდენილი გაკვეთილი. სერიოზული მიზეზის გარეშე გაცდენა დაუშვებელია;
თუ გაცდენა ხდება მოსწავლის მიერ, მოსწავლეს საპატიოდ შეიძლება ჩაეთვალოს მხოლოდ 1-დან 2 გაცდენამდე თვეში მასწავლებლის წინასწარ, რამოდენიმე საათით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში. მეტი გაცდენისას ან სხვა შემთხვევაში მოსწავლე თავის თავზე იღებს გაცდენილ გაკვეთილს, ანუ გაკვეთილი ჩატარებულად ითვლება. ჯგუფის შემთხვევაში მოსწავლის მიერ გაცდენილი გაკვეთილი ასევე ჩატარებულად ითვლება: მისთვის მოხდება მხოლოდ თეორიული ნაწილის მოკლედ ახლიდან გავლა.
ასეთ შემთხვევაში ფასი ორმაგდება ან შეთანხმებითია;
თავიდან იხდით თანხის ნახევარს ან მესამედს თანხის ოდენობიდან გამომდინარე (შეიძლება სრულად დაფარვაც). დარჩენილი თანხა უნდა დაიფაროს გადახდილი თანხის ამოწურვამდე. თუ რაიმე მიზეზით თქვენი მხრიდან ხდება სწავლის შეწყვეტა (ამის შესახებ უნდა გვაცნობოთ წინასწარ), ჩასატარებელი გაკვეთილებისთვის გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ (-25%);
სურვილის შემთხვევაში, სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი ქართული და ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი (+20ლ) .